понедельник, 8 декабря 2008 г.

თამთა


მე ვარ თამთა ბლიაძე.

ვარ მესამე კლასის მოსწავლე

თ – თავაზიანი
ა – ალერსიანი
მ – მეგობრული
თ – თამამი
ა – აზრიანი
თამთა სპარსული სახელია. სპარსულად ამბობენ-“ თაჰამთან” და იგი ძლიერს ნიშნავს.

ინტერვიუ დედასთან
მე: -რატომ დამარქვით თამთა?
დედა:-თამთა არის ჩემი ბავშვობის ფსევდონიმი.ჩემი და მამაშენის სახელის საერთო მარცვალია.
მე:-სანამ თამთას დამარქმევდით სხვა სახელის დარქმევა არ გიფიქრიათ?
დედა:- არა.
მე:-ვინმეს ჩვენი წინაპრებიდან ერქვა თამთა?
დედა:- ჩვენს გვარში შენ პირველი ხარ.
მე:-როგორი გასაზრდელი ბავშვი ვიყავი?
დედა:-ძალიან მტირალა და პრეტენზიული ბავშვი იყავი. ვერ იტანდი ხმამაღლა მოლაპარაკე სტუმრებს და სანამ არ წავიდოდნენ მანამ ტიროდი. (იღიმის)
მე:- და ბოლო შეკითხვა. რა იყო ჩემი საყვარელი სათამაშო?
დედა:- ფანქარი და ფურცელი.
მე:-გმადლობთ დედა.

ინტერვიუ მამასთან
მე:-დედა რომ უფრო ძალიან მიყვარს არ გწყინს?
მამა:-არა. მეც ძალიან მიყვარდა დედა.

* * * * * * * * * * * * * * * * *
თამთა
მე ვარ თამთა კილანავა

თ – თამამი
ა – ამაყი

მ – მუსიკალური
თ – თავისუფალი
ა – ანგელოზი

სახელი ადამიანის საკუთრებაა, მე ვფიქრობ სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვსადამიანის ცხოვრებაში. იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ სახელს, ჩემი სახელი თამთა არც ისე გავრცელებულია მსოფლიოში.
როგორც ისტორიიდან ჩანს თამთა მიღებულია “თაჰამთა”-სგან, რაც ნიშნავს “ძლიერს’, “მამაცს”, “გმირს”.
თურმე სპარსეთში და ძველ საქართველოში თამთა ვაჟის სახელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე ვაჟი არა ვარ, ჩემს თავში აღმოვაჩენ, ხოლმე ბიჭურ თვისებებს. მიყვარს ფეხბურთის თამაში ბიჭბთან ერთად და ისეთი თამაშები, როგორიც ბიჭებს უყვართ.
მე თამთა მშობლებმა დამარქვეს და ვფიქრობ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს.